დავით მათიკაშვილი: სასამართლო განხილვები ვერ იქნება ბაკქანალიის წყარო და ნიადაგი, სადაც ხდება ეს არეულობა და ქაოსი, ამიტომ ნებისმიერი სასამართლო განხილვა და გაშუქება კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს

კანონპროექტს გააჩნია საკმაოდ სოლიდური დასაბუთება, ის სასამართლო განხილვები ვერ იქნება ბაკქანალიის წყარო და ვერ იქნება ნიადაგი სადაც ხდება ეს არეულობა და ქაოსი, ამიტომ ნებისმიერი სასამართლო განხილვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს და მისი გაშუქებაც უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში,- ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. მათიკაშვილის განცხადებით, კანონის ახალი ვერსიით, სასამართლო სხდომაზე ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემა სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება. „მოგეხსენებათ, რომ სასამართლო დარბაზში შესაბამისი აუდიო ჩაწერა ისედაც ხდება, ანუ ინფორმაცია იმის შესახებ განხილვაზე რა გაჟღერდა და ა.შ. მხარეებს ცხადია ისედაც ეძლევათ ეძლევათ საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე და შემდგომ უკვე მათი უფლებაა გადასცემენ თუ არა უკვე სხვა პირს. რაც შეეხება ჩაწერას ამ შემოთავაზებული ვერსიით იქნება სასამართლოს გადასაწყვეტი ნებართვის მიცემა, შესაბამისად სასამართლოში რაც ხდება, ბუნებრივია მოსამართლეთა გადასაწყვეტია, ამიტომ მას უნდა დაუჯერონ.“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება