fbpx

დავით მათიკაშვილი-თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ეს იმთავითვე ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას- ხაზარაძე და მისი ტყუილები საზოგადოებისთვის ცნობილია და ის თავს ვერ აარიდებს მისივე ნათქვამ ამ ტყუილებს

„ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთში არის გახლართული და ახლა უნიჭოდ ცდილობს, რომ ამ ლაბირინთიდან გამოძვრეს“-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა საპენსიო ზრდასთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას გამოიწვევს.

„რა თქმა უნდა საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ ეს იმთავითვე ავტომატურად ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კიდევ უფრო მეტი, ეს არის კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლა. როდესაც ჩვენს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, ამ რეჟიმში რუსეთთან დამატებითი კონფრონტაცია რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ხაზარაძე და მისი ტყუილები საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ის ვერანაირად თავს ვერ აარიდებს მისივე ნათქვამ ამ ტყუილებს“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება