fbpx

დავით კაჭარავა: ფეიკზე აგებულ პიარულ მანქანას შეგვიძლია ერთადერთი რამ დავუპირისპიროთ – ჩვენი კულტურით, იდენტობით, რელიგიით, წარსულით, გმირებით, ევროპულ გზაზე ღირსეულად ვივლით და დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ – ეს საქმით დამტკიცდება და ამ საქმით გაეცემა ყველას პასუხი

ფეიკზე აგებულ პიარულ მანქანას შეგვიძლია ერთადერთი რამ დავუპირისპიროთ – ჩვენი კულტურით, იდენტობით, რელიგიით, წარსულით, გმირებით ევროპულ გზაზე ღირსეულად ვივლით, ძალიან დიდ ნაბიჯებს გადადგმას ევროპულს გზაზე კიდევ საქართველო და ეს საქმით დამტკიცდება და ამ საქმით გაეცემა ყველას პასუხი, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ საზოგადოებას დეზინფორმაცია გამიზნულად მიაწოდეს.

„დიდმა პიარულმა მანქანამ ძალიან კარგად იმუშავა – [რუსეთთან] და ამ კანონთან მიმართებით ტოლობა დასვა და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ის რუსეთისკენ გზაა. აქედან გამომდინარე, როცა კითხვას დაუსვამდნენ საზოგადოების წარმომადგენლებს, არავინ იტყოდა, რომ რუსეთის გზა უნდა. ამ ყველაფერს შეგვიძლია დავუპირისპიროთ ის, რომ ჩვენ ჩვენი კულტურით, იდენტობით, რელიგიით, წარსულით, გმირებით ევროპულ გზაზე ღირსეულად ვივლით, საქართველო ძალიან დიდ ნაბიჯებს გადადგმას ევროპულ გზაზე კიდევ – ეს საქმით დამტკიცდება და ამ საქმით გაეცემა ყველას პასუხი. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციებს: ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ განაცხადა, რომ არ შეუძლია ომში ჩაერთოს. მსოფლიო სანქციებს შევუერთდით, მაგრამ დამატებითი სანქციები, რომელიც თურმე ჩვენ უნდა დაგვეწესებინა, ჩვენი ქვეყნის დაღუპვა იქნებოდა. თავიდან „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვას პირდაპირ სთხოვდნენ, ქილიკი იყო, თუმცა, შემდეგ სხვა ქვეყნების ლიდერების არაერთი პირდაპირი გამოსვლები ვნახეთ იმავე თემაზე, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო. მესმის, რომ დასავლეთის მიზანია საქართველო ერთ-ერთ პაიკს წარმოადგენდეს ჭადრაკის დაფაზე, მაგრამ ამ დიდ ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა ვერ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ განადგურდეს“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება