fbpx

დავით კაჭარავა: ევროკომისიის დასკვნაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს წინსვლა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთო

ევროკომისიის შუალედური დასკვნის შედეგად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წინა გადაწყვეტილება, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, უსამართლო იყო, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა. 

მისივე თქმით, თუ სამომავლოდ, საქართველოს წინსვლა ობიექტურად შეფასდება, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 

„ევროკომისიის შუალედურ დასკვნაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სამ ქვეყანას შორის, საქართველო ლიდერია. ამ დასკვნის შედეგად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წინა გადაწყვეტილება, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, უსამართლო იყო. დანარჩენი, საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რატომ ვერ მივიღეთ მაშინ ეს სტატუსი. ვფიქრობ, ამის ერთადერთი მიზეზი იყო პოლიტიკური მოთხოვნა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო. ზუსტად ამის გამო დავიჩაგრეთ. ეს ვერც მაშინ მიიღეს და ვერც ახლა ვერ მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, თუ სამომავლოდ საქართველოს ობიექტური კრიტერიუმებით შეაფასებენ, კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მივიღებთ“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება