fbpx

დავით ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე – ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ, ისე, მაგათგანაც მარაზმია

თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა – ასე ეხმიანება დავით ზურაბიშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას.

როგორც დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ.

„ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ.
ისე მაგათგანაც მარაზმია, ჩემი აზრით. თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება