fbpx

დავით ზურაბიშვილი: ბიძინასთან დაპირისპირების გამწვავება იწვევს ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციის ზრდას და არა მის ჩამოშლას

“ბიძინასთან დაპირისპირების გამწვავება იწვევს ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციის ზრდას და არა მის ჩამოშლას, შედეგად, იზრდება პოლარიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.” – ასე ეხმაურება დავით ზურაბიშვილი ერთ-ერთ დებატებში სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას და მისი ჯგუფის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მოაწყონ დასავლეთში ტურნე და მოითხოვონ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

ამათი მესიჯი არის, რომ ერთ მხარესაა მთელი ქართველი ერი და მეორე მხარეს რუსი ოლიგარქი და მისი მცირერიცხოვანი მარიონეტები. აქედან გამომდინარე დასავლეთი რაც უფრო მიაწვება ბიძინას, მით უფრო მეტი ხალხი აღშფოთდება საქართველოში და დაამხობს ოლიგარქის რეჟიმს.

რეალურად კი გვაქვს სრულიად სხვა სურათი, რომლის დანახვა ორგანულად არ შეუძლია ამჟამინდელი ოპოზიციის უმრავლესობას. კერძოდ ის, რომ ამ სცენარის წინააღმდეგი არანაკლებ ბევრი ხალხია, ვიდრე მომხრე და შესაბამისად ბიძინასთან დაპირისპირების გამწვავება იწვევს ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციის ზრდას და არა მის ჩამოშლას, შედეგად, იზრდება პოლარიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

აეს იქნება ახლაც შედეგი, მეტი არაფერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება