fbpx

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გამართული დღევანდელი სხდომა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ეს იყო პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააგზავნა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომ.დღევანდელი სხდომა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ეს იყო პირველი სხდომა რომელიც გაიმართა მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააგზავნა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. 

ბუნებრივია, დღევანდელი სხდომის ძირითადი საკითხები გახლდათ ის სამოქმედო გეგმა და ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რომ ეს პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები და ხელშესახები შედეგით დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს და კომისიის წევრებს მან ის ნაბიჯები წარუდგინა, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა გადაიდგას, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება.

„პრემიერ-მინისტრს და კომისიის წევრებს წარვუდგინე ის ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში უნდა გადაიდგას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები ამ კომისიასთან, რომლებიც თემატიკის მიხედვით იმუშავებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით შესაბამის კითხვარს ევროკავშირიდან და ეს კითხვარები იქნება ფოკუსირებული როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სექტორული კუთხით და ასევე დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობაზე. სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეიქმნება ყველა შესაბამისი სამინისტროს ჩართულობით და მონაწილეობით და ასევე პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, განსაზღვრავს სწორედ თითოეული ამ თემატიკის მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს და იმას, თუ როგორ უნდა იმუშაოს კომისიამ ეფექტიანად კითხვარის შესრულების მიმართულებით,“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება