fbpx

დავით ეგიაზაროვი: „რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის დაწყება იყო ალტერნატიული შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდით, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“

„რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოსვლასთან დაკავშირებით, არანაირი ზეწოლა, ან ჩვენი ნების საწინააღმდეგო არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. იყო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის დაწყების ალტერნატიული შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდით“, – ამბობს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან, ექიმებს, რუხის კლინიკაში გადასვლა აიძულეს. დავით ეგიაზაროვის თქმით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რუხში, 20-მდე ექიმი გადავიდა, რომლებიც კლინიკაში, პროფესიულ საქმიანობას წარმატებით აგრძელებენ მუშაობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება