fbpx

დავით გარეჯის საქმეზე დაკითხვაზე გიორგი მანჯგალაძე მეორედ დაიბარეს

დავით გარეჯის საქმეზე დღეს გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე დაიბარეს.

გიორგი მანჯგალაძე, რომელიც უკვე მეორედ დაიბარეს, საგამოძიებო უწყებას ჩვენებას 12:00 საათზე მისცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჯგალაძის მორიგი დაკითხვა საქმეში არსებულ ახალ გარემოებებს უკავშირდება, რის საფუძველზეც არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა დადგეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. ამ დროისთვის დავით გარეჯის საქმეზე ბრალი დელიმიტაციის კომისიის ყოფილ წევრებს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აქვთ წარდგენილი. ბრალდების თანახმად, საუბარია საქართველოს ტერიტორიების უკანონო დათმობის მცდელობაზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება