fbpx

დავით -გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პროკურატურაში დამატებით გამოიკითხა

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოიკითხა.

დავით ხიდაშელმა გამოძიების კითხვებს გარკვეული პერიოდის წინაც უპასუხა.

ცნობისთვის, სწორედ დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares