fbpx

დავით გადელია-კლი­ნი­კა­ში ვინ­მეს მო­თავ­სე­ბის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ მაქვს


ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი, თუმ­ცა ისი­ნი სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ და კლი­ნი­კა­ში ვინ­მეს მო­თავ­სე­ბის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვს. გა­დე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს.

“მე­გობ­რე­ბო! ჩვენ ერს ბევ­რად უფრო მძი­მე გან­საც­დე­ლის­თვის გა­უძ­ლია; თუმ­ცა, ჩემი ცხოვ­რე­ბის 60 წლის მან­ძილ­ზე, არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, ასე­თი რამ ჯერ არ ყო­ფი­ლა. ამ პან­დე­მი­ას არც 90-ია­ნე­ბის ომი და გა­სა­ჭი­რი შე­ედ­რე­ბა და არც უფრო ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქო­ლე­რის ეპი­დე­მია. ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბია ავად და ვცდი­ლობ ოჯა­ხის, ან კო­ვიდ სას­ტუმ­როს პი­რო­ბებ­ში ვმარ­თო.

კლი­ნი­კა­ში ვინ­მეს მო­თავ­სე­ბის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ მაქვს და სა­ნამ და­ა­ვა­დე­ბულს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, კი­დე­ვაც ჯობს სახ­ლის, ან სას­ტუმ­როს პი­რო­ბებ­ში იმ­კურ­ნა­ლოს, ვიდ­რე კლი­ნი­კა­ში 3-4 კაც­თან იყოს პა­ლა­ტა­ში. ეს რა­ო­დე­ნო­ბა რა თქმა უნდა, არა­ნორ­მა­ლუ­რია პა­ლა­ტის­თვის, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფომ კა­ნო­ნით დარ­თო ნება კლი­ნი­კებს, პან­დე­მი­ის დროს არ მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბებს. ამას ერთი ახ­სნა აქვს – სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არაა და შემ­დე­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­ში სა­წო­ლე­ბის და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის ჩად­გმა ისე­ვე, რო­გორც მოხ­და ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში.

ამ დროს კი სა­ერ­თოდ რა პი­რო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი… გაფრ­თხი­ლებთ, ჩემო საყ­ვა­რე­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, უკა­ნას­კნე­ლად! უკა­ნას­კნე­ლად არა იმი­ტომ, რომ ამა­ყი ვარ და ეს არ მომ­ცემს უფ­ლე­ბას შემ­დე­გაც გა­გაფრ­თხი­ლოთ – არა, რა თქმა უნდა! კი­დევ ას­ჯერ გა­გაფრ­თხი­ლებ­დით და შე­გე­ვედ­რე­ბო­დით, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ამ გაფრ­თხი­ლე­ბას რა­ი­მე აზრი და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა:

1. გა­და­დეთ და­გეგ­მი­ლი ყო­ველ­გვა­რი ხალ­ხმრა­ვა­ლი თავ­ყრი­ლო­ბა! არ­ცერ­თი პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი მიმ­დე­ვა­რი არ გახ­ლა­ვარ, მაგ­რამ ეს კი ვიცი, რომ ვე­რა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცია ვერ მივა ერის ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხთან. ყო­ველ­გვა­რი ის­ტე­რი­ის და პა­ნი­კის გა­რე­შე ვი­მოქ­მე­დოთ მშვი­დად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და ნუ გა­ვა­ხა­რებთ გა­რე­შე მტერს. ერ­თმა­ნეთ­ში მე­რეც გა­ვარ­კვევთ ურ­თი­ერ­თო­ბებს. არ მინ­და გა­ვამ­წვა­ვო ისე­დაც და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან რბი­ლად ვი­ტყვი: ყო­ველ­გვა­რი თავ­ყრი­ლო­ბა აჩენს და­ა­ვა­დე­ბის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით გაზ­რდის რისკს.

2. მო­ე­რი­დეთ ყო­ველ­გვარ “ფარ­თებს”, სუფ­რებს, ქე­ი­ფებს მა­ში­ნაც კი, როცა წინა დღეს გა­ი­ტეს­ტეთ და უარ­ყო­ფი­თი ამო­გი­ვი­დათ! ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე დღეს არ და­ა­ვად­დე­ბით! შე­ი­კა­ვეთ თავი მე­გობ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან სი­ა­რუ­ლის­გან!

3. ძა­ლი­ან რთუ­ლი, უც­ნა­უ­რი თხოვ­ნა მაქვს ყვე­ლას­თან: ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც კი და­ი­ცა­ვით თავი და და­ი­ცა­ვით ისი­ნი თქვენ­გან! მა­სი­უ­რი გა­და­დე­ბე­ბი სწო­რედ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან და ერ­თად სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას ხდე­ბა! ამი­ტომ, გაფრ­თხი­ლებთ ყვე­ლას:მუდ­მი­ვად ატა­რეთ პირ­ბა­დე!! მეს­მის ყვე­ლას უსა­სო­ო­ბა, ვინც მიც­ნობს იცის, რომ მუდ­მი­ვად მო­რა­ლურ სტრეს­ში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხ­მა­რე­ბით ყვე­ლას, რად­გან არა­ნა­ი­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი დიდი ხა­ნია კლი­ნი­კა­ში არ გვაქვს და პირ­ვე­ლი­ვე გან­თვი­სუფ­ლე­ბულ­ში ვა­თავ­სებთ მას, ვი­საც იმ წუ­თას სჭირ­დე­ბა – ყო­ველ­გვა­რი “ჩა­წყო­ბის” გა­რე­შე.და­ვიც­ვათ ერ­თად რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი,გავ­წყვი­ტოთ ერ­თად ვირუ­სუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ეს ჯაჭ­ვი, რომ ისე­თი­ვე მშვიდ გა­რე­მო­ში შევ­ძლოთ ვად­მყოფ­თა მარ­თვა, რო­გო­რიც გა­ზა­ფხულ­ზე გვქონ­და”, – წერს ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება