fbpx

დავით ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს რუსთაველზე აგინეს

“რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძისა და ამავე პარტიის ლიდერს, დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ორი პირი თავს დაესხა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას აღნიშნა, მათ მიმართ ორივე თავდამსხმელის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.

„პარლამენტთან დაიწყო საყვედური, შემდეგ იყო „შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო“, ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთმა სცადა ფიზიკურად შემხებოდა და ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება