fbpx

და­ვით არა­ხა­მია აცხა­დებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „სხვა ფორ­მა­ტით“ იმუ­შა­ვებს.

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით არა­ხა­მია აცხა­დებს, რომ ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „სხვა ფორ­მა­ტით“ იმუ­შა­ვებს.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს მარ­თავ­და და მათ სხვა ფორ­მა­ტი მო­ი­ძის, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც იმუ­შა­ვე­ბენ -ეს ახა­ლი პო­ზი­ცი­აა“, – გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

მე­დი­ის ცნო­ბით, და­ვით არა­ხა­მი­ამ არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ რა პო­ზი­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი.

“ეს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვაა. ჩვენ გვაქვს ხმე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი და პრე­ზი­დენ­ტმა ეს მი­ხე­ილ­თან უკვე შე­ა­თან­ხმა. ეს მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, შე­იძ­ლე­ბა დღეს­ვე, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ან შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ კვი­რას“,-აღ­ნიშ­ნა არა­ხა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მას რე­ფორ­მე­ბის დარ­გში ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება