fbpx

დავით არახამიას, ლიზა იასკოს, ალექსეი გონჩარენკოს დიპოლომატიური პასპორტები გაუუქმეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული  მედია იტყობინება

დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ. მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ დეპუტატები ომის დროს უცხო ქვეყნებში მოგზაურობენ.

მოგვიანებით Telegram-ზე გამოქვეყნდა იმ დეპუტატთა სია, რომელთა დიპლომატიური პასპორტებიც გაუქმდა. მათ შორის არიან დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსეი გონჩარენკო და სხვები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება