fbpx

დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და გირჩს პარლამენტში – ბექა დავითულიანი

“ქართული ოცნება” ოპოზიციას ისევ პარლამენტში ელოდება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ეს კრიზისი პირველ რიგში ოპოზიციას აზიანებს და ჯობია მათ ნაბიჯები დროზე გადადგან.

ბექა დავითულიანი:

“ქვეყანაში არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ქვეყნისთვის ჯამურად კარგი, თუმცა, თუ დავუკვირდებით პრაგმატული თვალსაზრისით, ეს კრიზისი პირველ რიგში აზიანებს ოპოზიციას, ამიტომ ჯობია დროზე გონს მოეგონ, გადმოდგა ნაბიჯები რომელიც წაადგება ქვეყანას, დემოკრატიის განვითარებას და შემოვიდნენ პარლამენტში. დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში”

დღეს, 14 იანვარს ცალკე კონსულტაცია გამართეს “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და “გირჩის” განაყოფმა. ელისაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, მარტოც რომ იყოს პარლამენტში მაინც შევა, იაგო ხვიჩიას კი აქვს ინიციატივა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარედეს, თუ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და ეს პლებისციტი იყოს. 

ელისაშვილი ამბობს, რომ “ოცნებასთან” მოლაპარაკებებს მხოლოდ ელჩების თანდასწრებით განიხილავს, იაგო ხვიჩია კი ადასტურებს, რომ ელაპარაკება ყველას, მათ შორის მმართველ გუნდსაც

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება