fbpx

დავარტყი ერთხელ მეც რომელიღაცას ფეხი, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა“, – არასრულწლოვანის ჩვენება.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჩვენება მოიპოვა, სადაც ის აგარაკზე დაწყებული კონფლიქტის დეტალებს ჰყვება.

„მე და ლაშა შერმადინმა კონსტანტინე ღიბრაძესგავუცვალეთმობილური ტელეფონის ნომრები, ვინაიდან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა-შემოხლის ამბავი.

ამავდროულად, ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლაშა შერმადინთან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან, ჩემი აზრით, იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლაშას ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ.

ამ დროს დარეკა ლაშამ, კონკრეტულად თუ ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდთან, რის შემდეგაც მალევე გაჩერდა ჩემი მეგობრის გიგა ტატიაშვილისმოვერცხლისფრო ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა მათ წინ.

… დავარტყი ერთხელ მეც რომელიღაცას ფეხი, კონკრეტულად არ მახსოვს თუ ვის, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა“, – ამბობს არასრულწლოვანი ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს

გაუზიარე!

Shares