fbpx

დავაბრუნოთ სააკაშვილი ციხეში!

საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი ყველამ კარგად ვიცით, რას იტყვიან – ცოტა გადაბრალებაა იმიტომ, რომ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები და მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას არ უჩივის მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი არ არის ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს. დღეს პარლამენტში “ოცნების” დეპუტატებმა მსგავსი მოწოდებები გააკეთეს. “სააკაშვილი მხართეძოზეა წამოგორებული, მაინტერესებს, როდის დაექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილებას,” – ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ღუდუშაურის გარდა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემაც – “გვსაყვედურობენ საზოგადოების დიდი ნაწილიდან იმის შესახებ, რომ არ არის მისი მდგომარეობა ისეთი, რომ ის იყოს კლინიკაში და არ იყოს ციხეში”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება