fbpx

დადიან შავნოდარას ბერწი ქალები აღმა-დაღმა და ამვლელ-ჩამვლელს ეკითხებიან: სად არის პრემიერის მეუღლე?-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ტვ ,,პირველზე ,,პრემიერ-მინისტრის მეუღლეზე, ნუნუკა თამაზაშვილზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება-

არაააა…. ეგეთი უნიჭობაც არ შეიძლება!

😆

სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებულ თაღლით ,,ჭუტლექსას” ე.წ. ტელევიზიამ შავნოდარას მოფიქრებულობით დაადგინა, რომ ამ ქვეყნის პირველი ლედი არის პრემიერ-მინისტრის მეუღლე.კი, ბატონო, ეგ გასაგებია, მაგრამ მაშინ, როცა ერდოღანის მეუღლე წყალდიდობით დაზარალებულ პალესტინელებს ეხმარება და ბაიდენის ცოლი კიდე უკრაინაში ჩავიდა, ნუნუკა თამაზაშვილი სად არიო?მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ხაზარაძის პარტიის სახემ, დოლენჯაშვილმა, რომელიც თურმე ნუნუკას ნაცნობი ყოფილა (ნაცნობიო, კაცოოო!), ისიც კი თქვა, უნდა გააქტიურდეს, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთოს, ნუ რცხვენია, ჩვენ დავეხმარებით, რჩევებსაც მივცემთო.ესე იგი, ,,ლელოელმა” დოლენჯაშვილმა რჩევები უნდა მისცეს ნუნუკა თამაზაშვილს, როგორ ჩაერთოს რომელიმე მიმართულებით.ეგეთი მრჩეველი რომ გამოგიჩნდება, ესეც ბედია… მა რაააა! დოლენჯაშვილისვე თქმით, ძალიან აქტიურია სომხეთის პირველი ლედი ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ… მეხრიბა ალიევა კულტურას კურირებს (მეხრიბაო. სწორია – მეჰრიბან). ნეტავ ესენი ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს როდისმე ისწავლიან თუ ამ მხრივ განწირულები არიან?!

😆

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო? დადიან შავნოდარას ბერწი ქალები აღმა-დაღმა და ამვლელ-ჩამვლელს ეკითხებიან: სად არის პრემიერის მეუღლე? ვინ არის ამ ქვეყანაში პირველი ლედი? რა გაუკეთებია ნუნუკა თამაზაშვილს? საერთოდ რამე გაუკეთებია?

😆

მე ძალიან ბევრი დუპლეტი მინახავს, ცხოვრებამ მოიტანა ასე. ზოგი მოკვდა, ზოგი ცოცხალია. გეფიცებით, ეგეთი დუპლეტები, ჭუტლექსას ე.წ. ტელევიზიაში რომ არიან შეყრილები, არსად შემხვედრიან! ეს რაღაც სხვანაირი ჯიშია!

🤓

ჩემი ღრმა რწმენით, ესენი შემოდგომის დაბორიალებული ბუზები არიან, ზაფხულში აუცილებლად გაქრებიან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება