fbpx

დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია- თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე:

დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების

ყველაზე ხშირი მიზეზია!
………………………………………………………………………..
ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და
მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება
ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად
პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და
განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ
ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების
ზრდის ტენდენცია.
თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში
კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე.
შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების
კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.
ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე
ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების
გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით,
როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა
ყოველთვის ვერ ხერხდება.
COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის
მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან
ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად).
უფრო კონკრეტულად ეს მიზეზები შემდეგია:

  1. პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს
    COVID-ზე ტესტირებას.
  2. პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს
    ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.
  3. ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად,
    პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი
    მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.
  4. იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ
    დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.
    მივმართავთ თხოვნით ქვეყნის მოსახლეობას, გაითვალისწინოს ბოლო პერიოდში
    გაზრდილი რისკები და COVID-ზე საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე
    აუცილებლად ჩაიტაროს COVID-ზე ტესტირება, ხოლო ტესტის დადებითი
    პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ექიმს და განუხრელად
    შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება