fbpx

გურამ ფალავანდიშვილმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალა

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს. როგორც ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, მეტროსთან შეკრებილები ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ისინი ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ხვალ, 5 ივლისს თბილისი პრაიდის ორგანიზებით ღირსების მარშის ჩატარება იგეგმება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება