გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა

გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა

დებატები არ არის პირდაპირ მიმართული ყველაზე რადიკალურ ჯგუფზე. ვიღაცებს რა თქმა უნდა ვერ დააჯერებ. ოპოზიცია არ ადგენს დღის წესრიგს. ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი, რომელიც მიყვება იმ გლობალურ მოვლენებს, რაც მსოფლიოში და ქვეყანაში ვითარდება და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს იმიტომ გახდა ეს შემოტრიალება საჭირო და დღის წესრიგში იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და ბევრ რამეს თავისი სახელი დაერქვა- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა „რადიო იმედში“ განაცხადა.

ნიკოლაშვილმა „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაისახა. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების გზის უზრუნველყოფა აირჩია.“

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იყო ძალიან ზომიერი, სადღაც დათმო, ვიღაცას ელაპარაკა, ყოველ შემთხვევაში სიღრმისეულად ეს გაწყვეტა და ეს კავშირი არც დონორ ორგანიზაციებთან, არც უცხო ქვეყნის დიპლომატებთან, წარმომადგენლებთან არ ყოფილა ასეთი. იყო შეუთანხმებლობა, პრობლემა, მაგრამ მაინც ერთობლივად პროცესი მიდიოდა. გახსოვთ იყო შარლ მიშელის პროცესი, როგორ იყო „ქართული ოცნება“ ჩართული, ხელს აწერდა რაღაც მემორანდუმებს და ასე შემდეგ. ანუ, 2020-2021 წლებმა ამ ნიშნით გაიარა, მაგრამ მერე ხდება მთავარი რამ, რაც ცვლის მთლიანად მთელ სამყაროს, მთელ უსაფრთხოების არქიტექტურას, გეოპოლიტიკას და ასე შემდეგ- ეს არის 2022 წლის 24 თებერვალი.  ომის დაწყებამდე პერიოდი ვისაც კარგად ახსოვს, დაახლოებით ექსპერტების 95% იძახდა, რომ ომი არ იქნება, მაგრამ ეს მოხდა და როგორც კი ეს მოხდა სამყარო უკვე შეიცვალა იმიტომ, რომ რუსეთი შევიდა ისეთ ომში, საიდანაც უკან ვეღარ გამოვიდოდა.

ჩვენ ვხედავთ უკვე ოთხწლიან ომს და თავისი ხანგრძლივობით მან გადააჭარბა დიდი სამამულო ომის ხანგრძლივობას. შეიძლება მალე გადააჭარბოს მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობას. ამიტომ „ქართული ოცნება“ იმიტომ რომ იყო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან მჭიდრო კავშირები დიპლომატებთან, მან იცოდა მონეტის მეორე მხარე, რა ხდება, რა პროცესი მიდის, საიდან ვინ როგორ არყევს. მე ვიტყოდი, ამას გააჩნდა თავის წინაპირობა, რატომაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ახლა ეს სამყარო შეიცვალა, ძალიან საშიში გახდა და ნომერი ერთი ამოცანა ეს არის უსაფრთხოება და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, მით უმეტეს ძალიან მწარედ გვახსოვს სულ რაღაც გუშინ სხვადასხვა აქტიურმა და პოლიტიკურმა თამაშებმა რა შედეგი მოგვიტანა. ამიტომ თქვა, რომ ახლა არის სიფრთხილის დრო იმიტომ, რომ ამხელა მასშტაბის ომი არ ყოფილა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ ეს სამყარო მთლიანად შეიცვალა“-განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

გურამ ნიკოლაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებიც, მოიგო ქუჩის პროცესიც და მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც. ყველაფერში აღმოჩნდა მართალი და ის რაც 2022-ში რთული დასამტკიცებელი იყო, 2025-ში ეს ყველაფერი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი „რადიო იმედში“ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, ქუჩის პროცესი და იდეოლოგიური ბრძოლა, რაც 2026 წელს ეს ყველაფერი უკვე ღიად გამოიკვეთა.

მისი აზრით, ოპოზიცია პროტესტის ხელოვნურად გამწვავებას ცდილობს, რაც არ არის დემოკრატიის საფუძვლები და აცხადებს, რომ თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, პროცესები უნდა გაგრძელდეს არა დესტაბილიზაციის, არამედ არჩევნების გზით.

„2024 წელს ჩვენთან რომ არჩევნები ჩატარდა, შემდეგ რომ თქვეს, ესეც გაყალბდა და ვერაფრით ვერაფერი დაამტკიცეს, დღემდე ცდილობენ ამ ყველაფერს და არ არსებობს უბრალოდ ეს ვერავინ ვერ ნახა ჩვენ კიდევ მეორე 2020 წლის წრეზე წავედით ალბათ მათთვის პროგრამა მინიმუმი იყო რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ისევ შევითრევთ აი ამ ფასილიტაციის პროცესში და მორიგ შარლ მიშელობაში და უცებ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ არა, -მე აქ შემოყოლას არ ვაპირებ.  პარალელურად ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები, სადაც გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელიც იანვარში შეუდგა პრეზიდენტობას, მაგრამ უცებ მთავარი შოკი იყო, რომ დონალდ ტრამპმა გააფორმა ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში 2022 წელს შეიცვალა, როგორც კი ერთ-ერთმა დიდმა ატომურმა სახელმწიფომ დაარღვია მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი.

გავიდა ერთი წელი, გავიდა ორი წელი, გავიდა სამი წელი, უკრაინა ილევა, იღუპება რუსიც, უკრაინელიც, მაგრამ რუსეთი წინ მიიწევს და ტრამპი იძახის, რომ სამი წელი გავიდა, აბა რა გაქვთ, არაფერი არა გაქვთ შედეგი, მორჩა და ის იმის მაგივრად, რომ ამას მარცხი დაარქვას, უბრალოდ ის იწყებს ახალ პოლიტიკას, გადატვირთვას სრულიად მსოფლიოში. ეს უკრაინა მე აღარ მაინტერესებს, ეს იყო ხარჯი, მე აქედან უნდა გამოვიდე, მე მაქვს ახლა ჩინეთი, იქ რაღაც ნავთობი გავაკონტროლო და უცებ ეს ადამიანები უყურებენ, რომ საერთოდ შეიცვალა ყველაფერი, ართმევს ხელს პუტინს, მაგრამ ვინც რაღაცა უფრო მეტი იცის, იმან იცის, რომ ასეთი მანევრები დიდი ქვეყნების შემთხვევაში მოულოდნელი არ არის. გუშინ რომ ამერიკის პარტნიორი იყავი, კაი დღეს სხვანაირად გელაპარაკება და ტარიფებს გიწესებს, კაი, ვთქვათ, ტრამპია გიჟი, რომ მოტრიალდები ეგრევე… კანადა რომ ხარ, ბრიტანეთი რომ ხარ, საფრანგეთი რომ ხარ და გაიქცევი და მერე სი ძინპინს ეხუტები…. ანუ ყველაფერი მოსულა ხომ და შენ  დღეს ერთადერთი ქვეყანა ხარ რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობებიც არა გაქვს რუსეთთან. სომხეთით რომ არიან აღფრთოვანებულები, ანუ სომხეთი ვისთან დებს ხელშეკრულება, ის ვინც გუშინ დაამარცხა ბუკვალურად და ყველაფერი წაართვა და ემუქრება რომ მაგ ქვეყანასაც გაგიუქმებ. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ესე გაისრისება და დღეს ის იძულებულია რომ სხვა ტიპის პოლიტიკა აწარმოოს და ამას ჰქვია, რომ აი თურმე იქ მშვიდობამ დაისადგურა.

ამ პროცესებმა დაადასტურა რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ყველაფერში. მან მოიგო არჩევნები, მან მოიგო ქუჩაში, მოახერხა ამ პროტესტის თუ ტალღის თუ დემონსტრაციის ჩახშობა.  2025 წელს, ტრამპის პირველ წელიწადში მოხდა ის, რომ ყველაფერს რასაც „ქართული ოცნება“ იძახდა დაერქვა თავისი სახელი, რომ ეს ესეა და ბოლო აკორდი იყო დავოსის ფორუმი. ჩვენ ვნახეთ კანდიდის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა რომ ჩვენ დიდხანს ვატყუებდით თავს და ეს იყო ვიტრინა, რომელშიც რაღაც ტყუილ ნიშნებს ვდგამდით ეს სამყარო აღარ არსებობს, 2025 წელს ეს ყველაფერი დამთავრდა.  უსაფრთხოების არქიტექტურა რომ ჩამოშლილია, ეს ლიბერალური დემოკრატიის წესრიგი რომ აღარ არსებობს, ეს მულტიპოლარიზმი რომ შემოვიდა, ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით ეს ყველაფერი დამტკიცდა, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებიც, მოიგო ქუჩის პროცესიც და მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც, ანუ აღმოჩნდა მართალი ყველაფერში. ის რაც 2022-ში რთული დასამტკიცებელი იყო, 2025-ში ეს ყველაფერი გაფორმდა და შევედით 2026 წელს. 

თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, მაშინ არსებობს თავისი ელემენტარული საფუძვლები და ბაზისი დემოკრატიის. პროცესი ან არის ქუჩაში, ანარქია, რევოლუცია, ძალადობა და ის რაღაც ოთხში დაწყება და დამთავრება ან არის დემოკრატია, რაც ეფუძნება პოლიტიკურ არგუმენტს, დისკუსიას, კამათს და მერე ამომრჩეველი ამას ყოველდღიურად უსმენს და რომელიღაც კონკრეტულ კონსტიტუციურად დაწესებულ დღეს იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის პასუხი, რა შეიცვალა 2026 წელს“-განაცხადა ნიკოლაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება