fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ „ხალხის ძალამ“ პოლიტიკაში ახალი წესები დავამკვიდრეთ, სადაც ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელებით რომელიმე უცხო სახელმწიფო თავის ინტერესებს ვერ გაატარებს

„კანდიდატის სტატუსის მონიჭება ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმალურად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, არამედ შინაარსითაც. ამას აღიარებენ ევროკავშირის თანამდებობის პირებიც, რომ საქართველომ ობიექტურად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი“ – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

მაჭარაშვილმა მოკლედ შეაფასა 2023 წელი და ქართულ პოლიტიკაში „ხალხის ძალის“ როლზე ისაუბრა.

„2023 წელს თუ შევაჯამებთ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ „ხალხის ძალამ“ (სულ რაღაც წელიწადი და ოთხი თვეა, რაც არსებობს ჩვენი ორგანიზაცია) პოლიტიკაში ახალი წესები დავამკვიდრეთ, სადაც ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელებით, რომელიმე უცხო სახელმწიფო თავის ინტერესებს ვერ გაატარებს.

დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იარაღი დეზინფორმაციაა. თუ სადმე, რომელიმე უცხო ქვეყანა შედის, ყველაზე მძლავრად ვრცელდება დეზინფორმაცია, საზოგადოება არის დაბნეული და თუ მოექცა ამ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, აწყობს რევოლუციას, ან თავის „ენჯეოებს“ იმდენ ფულს აძლევს, რომ ეს ფული საზოგადოებაში შედის, იქიდან იწყებს გადატრიალებას და ასე აღწევენ თავის მიზანს.

რეალურად, „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ ჩვენ რა ნაბიჯიც გადავდგით, ამის აუცილებლობა დაგვანახა გასულმა წლებმა, განსაკუთრებით 2020 არჩევნებისას ვნახეთ, რომ უცხოური ძალების მხრიდან ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, მათ შორის კანდიდატის სტატუსის საკითხი.

რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მონიჭება ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმალურად გავხდით ევროკავშირის წევრობის სახელმწიფო, არამედ შინაარსითაც. ევროკავშირის თანამდებობის პირებიც აღიარებენ, რომ საქართველომ ობიექტურად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ წინ ვიყავით ყველა მაჩვენებლით. ამასთან, საქართველო, თავი წარმოაჩინა, როგორც შემდგარმა სახელმწიფომ, ერმა, ქვეყანამ, რომელმაც თავისი სუვერენიტეტი, მშვიდობა დაიცვა და თან ეს გააკეთა ისე, რომ ევროპული ღირებულებების დაცვაც მოახერხა, რომელიც თავსებადია ქართულ ღირებულებებთან და ეს დაანახა მსოფლიო საზოგადოებას. სწორედ ამ ღირებულებების გამო, იმ მაჩვენებლებთან ერთად, რაც ობიექტურადაც გვეკუთვნოდა, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, თორემ ჩვენ გვახსოვს, რომ ივნისში არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ამიტომაც, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ აქ იყო საშიშროება, საზოგადოება მოეწამლათ არასწორი ინფორმაციებით და მერე მოეხდინათ ამით მავნებლობა და გადატრიალება – მოვახდინეთ ახალი პოლიტიკის ფორმირება, რითაც საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ის თანახმაა არა ომზე და არეულობაზე, არამედ საკუთარი სახელმწიფოს ინტერების დაცვაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება