fbpx

გურამ მაჭარაშვილი “ქართული ოცნების” რიგებს ტოვებს და ამბობს, რომ უერთდება დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და სოზარ სუბარს

„არ ვიქნები პირველი, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები, გამომდინარე აქედან, საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი. საქართველოშიც არსებობს გამოწვევები და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და შესაბამისად, საზოგადოებისგანაც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ წერილზე.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რადგან დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს პოლიტიკური პროცესები, გამომდინარე აქედან გადაწყვეტილების მიმღები სწორედ არის საზოგადოება“.

გამომდინარე აქედან, გუნდის ხელმძღვანელობას, ზოგადად გუნდის წევრებს რომ არ შეექმნათ რამე უხერხულობა, ამიტომ მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა და ჩემს კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, „ქართულ ოცნებასთან“ მე არასდროს მქონია და არ მაქვს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეუთავსებლობა, პირიქით, მგონია, რომ კურსი, რაც ჰქონდა და აქვს, არის სწორი. ამ ეტაპზე მივიჩნიე საჭიროდ, როგორც ჩემმა კოლეგებმა, რომ არ ჩავარდეს უხერხულობაში პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე გუნდი, ამიტომ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ იმ ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის, რომელიც არის საჭირო, რომ მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები“, –  განაცხადა  გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება