fbpx

გურამ მაჭარაშვილი: „უცხოური ძალები“ ცდილობენ, აქ ე.წ. “მესამე ძალა” შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ, ან ერთ-ერთ ლიდერად გახადონ სალომე ზურაბიშვილი, ეს დღეს მან პირდაპირ აღიარა

„ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად, რომ ადრეც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და უსამართლოდ დაგვსაჯეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დღეს აღიარებს, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ზუსტად ამას ამბობდა „ხალხის ძალაც“, თუმცა მაშინ სალომე ზურაბიშვილი სხვა აზრზე იყო.

„გამოდის, რომ ქალბატონი სალომე ჩვენ, „ხალხის ძალას“ გვეთანხმება, როცა ვამბობდით – დიახ, საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. თუ გვეკუთვნოდა, აქამდე რატომ არ მოგვანიჭეს? ე.ი. უსამართლოდ დაგვსაჯეს.

ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად, რომ ადრეც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და უსამართლოთ დაგვსაჯეს. პრეზიდენტი, როდესაც აღიარებს, რომ გვეკუთვნოდა, მაშინ გვიპასუხოს, რატომ არ მოგვცეს ადრე?

რასაც ჩვენ „ხალხის ძალა“ ვამბობთ და ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ დიდი ალბათობაა იმის, რომ „უცხოური ძალები“ ცდილობენ აქ ე.წ. „მესამე ძალა“ შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ, თუ ერთ-ერთ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი, ეს დღეს მან პირდაპირ აღიარა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება