fbpx

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის, ამიტომ არ ველოდები, რომ ის კონსტრუქციული იქნება

სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის, ამიტომ არ ველოდები, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ირაკლი კობახიძის კანდიდატურას, სამთავრობო გუნდთან ერთად ექნება სრული მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. 2024-ში ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნები მაღალ დონეზე და ეს ასეც მოხდება. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად არ ველოდები, რომ კონსტრუქციული იქნება ამ შემთხვევაში ოპოზიცია, იშვიათი გამონაკლისების გარდა. რა თქმა უნდა, შეიძლება რამდენიმე დეპუტატმა დასვას კონსტრუქციული კითხვები, თუმცა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ჩვენ ვართ მომართულები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მშვიდობის შენარჩუნებისკენ და ეს ცვლილებაც ამას მოემსახურება. მითუმეტეს, ირაკლი კობახიძე, რომელიც არის საპარლამენტო წიაღიდან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება