„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც რეგულაციები მკაცრდება არაერთი მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლისადმი უპატივცემულობა, თუ მასზე ზემოქმედება. ასევე, შეზღუდვები შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებასაც. მაჭარაშვილის განცხადებით, კანონში ის ცვლილებები შედის, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დაცულია უმაღლეს დონეზე. „საუბარი არ არის მხოლოდ პროვოკაციებზე, ფიზიკურ დაპირისპირებაზეც კი გადავიდნენ ისე გათავხედდნენ [რადიკალური ოპოზიცია], რომ მანდატურებს ფიზიკურად შეეხნენ. გამორიცხულია რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი პროცესი ნახოს ვინმემ და თუ ნახავს იქნება უმკაცრესი სასჯელები. ჩვენ, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ამ მიმართულებითაც გვქონდა, რა თქმა უნდა, ხარვეზები და ესეც იყო ზუსტად „დიფ სთეითიდან“ და გლობალური ომის პარტიის ზეწოლიდან გამომდინარე. ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.