fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციაც და ზურაბიშვილიც ეთანხმებიან ლგბტ პროპაგანდას საქართველოში და ადვილი წარმოსადგენია, რა ფერის ქოლგის ქვეშ გაერთიანდებიან ისინი

„სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა მისი ლიდერად აღიარება და ახლა, როგორც ჩანს შესთავაზა ქოლგა მაინც დამაკავებინეთ ხელში და მერე თქვენ თავს მიხედეთო,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ლგბტ ქოლგის ქვეშ უკვე გაერთიანდა რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი იბრძოლებენ ლგბტ პროპაგანდისთვის საქართველოში.

„სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა მისი ლიდერად აღიარება და ახლა, როგორც ჩანს შესთავაზა ქოლგა მაინც დამაკავებინეთ ხელში და მერე თქვენ თავს მიხედეთო.
გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციაც და ზურაბიშვილიც ეთანხმებიან ლგბტ პროპაგანდას საქართველოში, წარმოგვიდგენია ეს ქოლგა რა ფერის იქნება.
ლგბტ ქოლგის ქვეშ გაერთიანდება რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც დღეს უკვე, თქვა, რომ ისინი იბრძოლებენ ლგბტ პროპაგანდისთვის საქართველოში.“

გურამ მაჭარაშვილი მედიასთან ასევე ისაუბრა, ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციისა და პრეზიდენტის მხრიდან დაწყებულ პოლიტიკურ შეტევაზე:
„ჩვენ ვიცით, რომ ზურაბიშვილი თავისით არც აკეთებს არაფერს და არც საუბრობს, ამიტომაც ეს არის იმ უცხოური ძალების ნათქვამი, რომელსაც სურს, საქართველოში იყოს რადიკალური პროცესები, დაზიანდეს ცესკოს ინტიტუცია და თავმჯდომარე. მიზანი, პირდაპირ განაცხადა – ოპოზიციამ უნდა ჩაატაროს არჩევნები საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ სხვა შანსი არ აქვთ, ხალხის ნდობა არ აქვთ და ეძებენ ფორმულას – ხალხის ნდობის გარეშე ოპოზიცია მოიყვანონ ხელისუფლებაში.“ – აღნიშნა მან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება