fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას უბრალოდ სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება პრეზიდენტის ასეთი არაადეკვატური, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები და იმიტომ უკრავენ ამ ეტაპზე კვერს და ისიც დროებით

„სალომე ზურაბიშვილი ჩავარდა ისეთ მდგომარეობაში, რომ თეორიულად რომც მოინდომოს პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში წასვლა, უკვე წავა, როგორც გაკოტრებული, კონსტიტუციის დამრღვევი ყოფილი პრეზიდენტი“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილი გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ასრულებს ოპოზიციის დღის წესრიგს, თუმცა ოპოზიციაში მას ლიდერად არავინ აღიქვამს.

„პრეზიდენტმა ისეთ რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი ამ კონსტიტუციის დარღვევით და საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილებით, რომ ოპოზიციის ლიდერიც ვერ გახდება. ოპოზიციის ლიდერობასაც არ მისცემენ. ეს გამოჩნდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მხარი არ დაუჭირეს მის იმპიჩმენტს, გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს არაა ის პრეზიდენტი, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციის ინტერესებს.

სალომე ზურაბიშვილი ჩავარდა ისეთ მდგომარეობაში, რომ თეორიულად რომც მოინდომოს პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში წასვლა, უკვე წავა, როგორც გაკოტრებული, კონსტიტუციის დამრღვევი ყოფილი პრეზიდენტი. ეს არის მისი პრობლემა.

უკვე ითქვა, რომ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციული შენობა გადააქცია შტაბად და იბარებს ოპოზიციურ წარმომადგენლებს და ა.შ.

არაერთხელ ვთქვით – სამწუხარო თვისებები გამოავლინა ამ ადამიანმა, თან იმ ფონზე, როდესაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები მიდის საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ თქვათ, დაიბოღმა იმიტომ, რომ არ ეგონა, რომ ჩვენ არ გავუტარებდით მას მორიგ ჯერზე კონსტიტუციის დარღვევას. ეს არ შეიძლება გატარებულიყო. სამომავლოდ არა მხოლოდ პრეზიდენტი, ნებისმიერი ადამიანი იქნება ფრთხილად კონსტიტუციასთან დამოკიდებულებაში.

ვიმეორებ, მისი მომავალი ახლა კიდევ დამოკიდებულია ისევ საკუთარ თავზე – როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის, რომ ის დაზიანდება, ეს არის ფაქტი, მაგრამ დიდწილად დაზიანდება არჩვებამდე, თუ მცირედით, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული.

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თქვა კიდეც, არავის სჭირდება ისეთი ექს-პრეზიდენტი, რომელიც ამ დაღით არის მოსული. პირველ რიგში პოლიტიკური, სამართლებრივი დაღით, რასაც ჰქვია კონსტიტუციის დარღვევა, დისკრიმინაციული განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, შეურაცხყოფა საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ვინმეს გგონია, რომ ოპოზიცია ამას ვერ ხედავს? უბრალოდ სჭირდებოდათ და ახლაც სჭირდებათ პრეზიდენტის ასეთი არაადეკვატური, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები და იმიტომ უკრავენ ამ ეტაპზე კვერს და ისიც დროებით. კიდევ ვიმეორებ მათ განცხადებებს, რომ ისინი მას არ აღიქვამენ არამც თუ ლიდერად (მეტი საქმე არ აქვს გვარამიას, იქ ზურაბიშვილი ლიდერად დაისვას), არამედ უბრალოდ ამბობენ, რომ ეს ადამიანი, ანუ პრეზიდენტი ასრულებს ოპოზიციის დღის წესრიგს – კი, ოპოზიციის დღის წესრიგს ნამდვილად ასრულებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილს იქ ლიდერად არავინ არ აღიქვამს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება