გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად უკვე დაშლილია, რასაც თავად „ნაცმოძრაობაშიც“ აღიარებენ

ალბათ „ნაცმოძრაობა“ გამოტოვებს 2024 წლის არჩევნებს და მოემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის, თუ მანამდე საერთოდ იარსებს. პარტია დაშლილია, ეს ფაქტია,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დაშლას თავად „ნაცმოძრაობაშიც“ აღიარებენ.

„ისე არიან გადართული ამ დაშლის პროცესით, ეს დაშლაც ისე გრძელდება და თან ახლოვდება 2024 წლის არჩევნები, რომ, მგონი, „ნაცმოძრაობა“ გამოტოვებს 2024 წლის არჩევნებს და მოემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის, თუ მანამდე საერთოდ იარსებს. პარტია დაშლილია, ეს ფაქტია. თავად წევრები და თანამდებობის პირები აღიარებენ სხვადასხვა ფრაქციაში და, მათ შორის, პარტია „ნაცმოძრაობაში“. უბრალოდ, ახლა საუბარი მიდის იმაზე, ვის რა ლუკმა შეხვდება ამ „5“ ნომრის ბრენდიდან. ახლა ჩხუბი ამაზე მიდის. თორემ დაშლილი რომ არის, ამას თავადაც აღიარებენ და საზოგადოებაც კარგად ხედავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება