fbpx

გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელზე: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან რომ ფინანსდებოდეს შეერთებულ შტატებში მოქმედი რომელიმე „ენჯეო“, იმ „ენჯეოს“ დამფუძნებელი იყოს ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არც აღიარებდეს, არც უარყოფდეს

„წარმოგიდგენიათ, ამხელა ჩინეთის რესპუბლიკასთან , რომელთანაც მისი დამფინანსებელი სახელმწიფოები ალაგებენ ურთიერთობას, ეს პირდაპირ ამბობს, რომ არ უნდა იყოს ურთიერთობა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ რეჟიმის გასამართლება თავისი კუდებით, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გასწორდება ეს პროცესი.

„წარმოიდგინეთ, როგორ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან რომ ფინანსდებოდეს ვთქვათ, შეერთებულ შტატებში მოქმედი რომელიმე „ენჯეო“, იმ „ენჯეოს“ დამფუძნებელი იყოს ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი და ჩვენს კითხვაზე – შენ ცნობ, თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თქვას, მე რა შუაში ვარ, მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ, ვისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა ვცნოო. ზუსტად იგივე მოცემულობაა, როდესაც ადამიანი იყო თავდაცვის მინისტრი (მისი მეუღლე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დღეს მოქმედი პარლამენტის წევრია), რომელსაც აქვს ამბიცია, რომ საჯარო სივრცეში პოზიციონირებდეს, როგორც აქტიური ყოფილი პოლიტიკოსი, ეხლანდელი „ენჯეოს“ ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას არც ცნობს და არც უარყოფს, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ტაივანში აქვთ ფონდი, რომელიც აფინანსებს მის ორგანიზაციას.

ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, პირდაპირი მტრობაა საკუთარი სახელმწიფოსი. წარმოგიდგენიათ, ამხელა ჩინეთის რესპუბლიკასთან , რომელთანაც მისი დამფინანსებელი სახელმწიფოები ალაგებენ ურთიერთობას, ეს პირდაპირ ამბობს, რომ არ უნდა იყოს ურთიერთობა. გასაგებია, რასაც ემსახურებიან.

ამიტომ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ რეჟიმის გასამართლება თავისი კუდებით, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გასწორდება ეს პროცესი, 2024 წლის არჩევნების მერეც, ვიტრიალებთ ერთ წრეზე. დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება გასამართლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება