fbpx

გურამ მაჭარაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვამბობდით, რომ ამ კომისიის შექმნა ოპოზიციას არ უნდა არანაირი გამოძიებისთვის

„წაგიკითხავთ მუხლს რეგლამენტიდან, თუ რის გამო იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია. 61-ე მუხლის მე-3 პუნქტი- „დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით საკითხის შესწავლისთანავე“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მაჭარაშვილმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კომისიის შექმნა ოპოზიციას არ უნდა არანაირი გამოძიებისთვის. მან ასევე, დეპუტატებს შეახსენა რეგლამენტის 61-ე მუხლი და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში კომისია ვერ შეიქმნება.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვამბობდით, რომ ამ კომისიის შექმნა ოპოზიციას არ უნდა არანაირი გამოძიებისთვის იმიტომ, რომ ამ ტრიბუნასთან მდგომმა მომხსენებელმა, ხათუნა სამნიძემ, არც ძირითად და არც დამაზუსტებელ კითხვებს არ უპასუხა. მისი ერთადერთი პასუხი იყო, რომ ეს თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა. დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრი ტრიბუნასთან რომ დგახარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩის განცხადებაზე – „მაქვს მტკიცებულება მაგრამ არ გეტყვით და არ ვითანამშრომლებ არავითარ უწყებასთან“, კითხვა არ გიჩნდება თუ სად არის ეს მტკიცებულება და უბრალოდ ამბობ, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, [უბრალოდ სირცხვილია]. ჩვენ კარგად გვახსოვს, სახელმწიფო დეპარტამენტმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იქ არ იყო მითითებული, რეფორმები არ ჩაატარა ამ მოსამართლემ და იმიტომ ვუწესებთ სანქციებსო, პირდაპირ წერია, რომ კორუფციაში ედებოდა ბრალი ამ ოთხ მოსამართლეს და კონკრეტული ამ ბრალდების გამო დაუწესეს სავიზო სანქციები. ფაქტი ის არის, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ეს კომისია და ამასთან დაკავშირებით, ერთი, რომ მტკიცებულებები არ არსებობს საჯარო სივრცეში, მეორე, რომ ელჩი არ აპირებს თანამშრომლობას და მესამე, რომ მომხსენებელს ტრიბუნიდან არაფერი კონკრეტული არ უთქვამს კორუფციასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებაში. მაშინ კითხვა ისმის, თუ არც ელჩს იბარებთ, არც ის იცით ვინ უნდა დაკითხოთ და არც ის იცით მტკიცებულებები საიდან უნდა მოიპოვოთ, აბა, კომისია რისთვის იქმნება?! ჩახედეთ 61-ე მუხლს და ნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში კომისია ვერ შეიქმნება. მე მინდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს ამა და ამ სახელისა და გვარის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი- ამის გამო კომისიები არ იქმნება.“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება