fbpx

გურამ მაჭარაშვილი: დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასამთავრობო სექტორი მიღებულ თანხებს იმისდა მიხედვით ხარჯავს, თუ რა სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ თუ არასამთავრობო სექტორი გამჭვირვალეა, მაშინ გამოააშკარაონ, სად იხარჯება მათ მიერ მიღებული ფინანსები და რა მიზნები აქვთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებებს არამიზნობრივად, რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად ხარჯავს.

„თქვენ ნახეთ, რომ არა მხოლოდ საჯარო არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, არამედ, ჟურნალისტი რომ მიდის, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელობასთან, ინტერვიუსაც კი არ აძლევენ მას. აქედან გამომდინარე, ეჭვი კი არ არის, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანხები იმისდა მიხედვით იხარჯება, თუ რა სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას არასამთავრობო სექტორიდან და არა იმის მიხედვით, თუ რა მიზნით გამოყოფენ მილიონებს მათი სათავო ოფისები საქართველოში დასახარჯად. ვნახეთ, რომ მათ შორის, USAID-იდან იყო გამოყოფილი თანხები კულტურის მიმართულებებზე და მშობლების დატრენინგებაზე დასახარჯად, რეალურად კი, აქაური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რევოლუციურ სემინარებს ატარებდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება