fbpx

გურამ მაჭარაშვილი გახარიას მომხრეებს: თქვენი სახელიც არ იცის საზოგადოებამ და გახარიას პარტიად მოგიხსენებთ, ოღონდ ამასაც ოქტომბრამდე, მერე კი ჩაბარდებით პოლიტიკურ წარსულს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვული ყოფილი პრემიერის გიორგი გახარია პარტიას პოლიტიკურ წარსულში ჩაბარებას უწინასწარმეტყველებს. როგორც მან პარლამენტის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე აღნიშნა, გახარიას „აღარ უშველის თვალების პაჭუნი და სხეულის ენა“.

„პირველი, რაც დაარღვია გახარიამ, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი და გუნდის ღალატი. როდის იტყუებოდა გახარია? როცა ჩვენთან იჯდა და ამტკიცებდა, რომ თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, აღმასრულებელი ხელისუფლება დააკავებს მელიასო და ეს გასაკეთებელიაო, ჩვენ რომ გვიმტკიცებდა, თუ ორი დღის მერე, ტელევიზიიდან რომ ამბობდა – არ უნდა დავიჭიროთ და ამიტომ უნდა გადავდგეო. როდის იტყუებოდა? იქნებ გეთქვათ?

ან როდის იტყუებოდა – ნაცებს დავასრულებო, აი ამ ტრიბუნიდან რომ გემუქრებოდათ ნაცებს და მერე კოალიცია რომ შექმნა საკრებულოებში, მაშინ იტყუებოდა? მაგას აღარ უშველის თვალების პაჭუნი და სხეულის ენა…

ამიტომ, თქვენი, როგორც გითხარით, სახელიც არ იცის საზოგადოებამ და გახარიას პარტიად მოგიხსენებთ, ოღონდ ამასაც ოქტომბრამდე. ამის მერე კი ჩაბარდებით პოლიტიკურ წარსულს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება