fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ბავშვებსაც აღარ ინდობენ – ერთ-ერთი მასწავლებლის პოსტზე, რომელშიც დეპუტატებს მოღალატეები უწოდა, ჩვენი კოლეგის შვილი მონიშნეს და დაიწყეს ბავშვის დაბულინგება – მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, ამით დაინტერესდეს

ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური მიდგომის მომსწრენი გავხდით – მასწავლებელს დღეს კანონმდებლობით იმის უფლება არ აქვს, ბავშვს ხელით რომ შეეხოს და ზეწოლა განახორციელოს, შეიძლება, ამისთვის გაათავისუფლონ და, ამ ფონზე, ვხედავთ მასწავლებელს, რომელიც ბედავს, დეპუტატებს მოღალატეები უწოდოს და მოსწავლეების მხრიდან ბულინგს ახალისებს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „მოამბესთან“ საუბრისას. 

მან მომხდარის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ფრთას [მიუღებელი მიდგომები] ჰქონდა, – ბულინგი, მოღალატის იარლიყის მიკერება, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენი კოლეგის მოსწავლის მასწავლებელმა იკადრა და Facebook-ზე გამოაქვეყნა 76 დეპუტატის ფოტო და დაწერა, ესენი ქვეყნის მოღალატეები არიანო, შემდეგ კი ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი მონიშნა ამ პოსტზე, რის შედეგადაც ერთ-ერთი დეპუტატის შვილი ცუდად გახდა და გული წაუვიდა. ანუ, მასწავლებელმა წაახალისა ეს ბულინგი და მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, ამით დაინტერესდეს. ეს არის ჩვეულებრივი, ბოლშევიკური, ფაშისტური მიდგომა, მასწავლებელს დღეს კანონმდებლობით იმის უფლება არ აქვს, ბავშვს ოდნავ ხელით რომ შეეხოს და ზეწოლა განახორციელოს, შეიძლება ამისთვის გაათავისუფლონ და [ამ ფონზე ვხედავთ] მასწავლებელს, რომელიც ბედავს, დეპუტატებს მოღალატეებს უწოდებს და მოსწავლეების მხრიდან ბულინგს ახალისებს. წარმოიდგინეთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ევროპის მომხრეები, როცა ასეთი ფაშისტური ხერხებით მოქმედებენ და ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყოთ, როცა გამჭვირვალობას ვითხოვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება