fbpx

გურამ მაჭარაშვილი – არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია, ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია

არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა, სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, რომ მის განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა.
„ის რომ 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ომის პარტიას დაანონსებული აქვს აქცია, არავინ დაუჯერებს, რომ ეს აპოლიტიკური აქციაა. თქვენ ნახეთ სოციალურ ქსელშიც როგორი დაპირისპირება იყო. ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, ჩემ განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა. ამას არავინ დაუჯერებს სამწუხაროდ, ასევე არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება