გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით-ცესკო

26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების დასაარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა ხელოვნურადგაძლიერდეს ნარატივი თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. უფრო მეტიც, ზოგიერთიპოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლურიდატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოსდა დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომარჩევნები იყო მანიპულირებული. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლისგანმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნებისვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორისვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურადგაამყარებდა ,,გაყალბების’’ ბრალდებებს.საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვისშექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეულიკომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაცუზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულკონტროლს. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებშიგანსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ისევე, როგორცშემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნახელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანიდარღვევები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ პროცესსაკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშირისო დამკვირვებელი,მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნოპროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაშიხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავაგამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილშედეგებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციისგამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგისაქმიანობები. დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციებისაარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაცდამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არწარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მითუმეტესიმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.ამასთანავე, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღეზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით დამოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს შეფასება წარმოადგენს უმნიშვნელოვანესდასტურს იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა.პროცედურული ორგანიზებულობა მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უშუალოდუკავშირდება კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას – საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვას, ხმის მიცემის პროცესის მართვას, ფარულობის უზრუნველყოფას,
ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას. შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ეს
პროცესი კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურები სწორად და გამართულად შესრულდა.
ასეთ პირობებში “არსებით დარღვევებზე” საუბარი თავიდანვე ვერაფრით იქნება დასაბუთებული, რადგან სწორედ პროცედურული სიზუსტე განსაზღვრავს არჩევნების
სანდოობას და შედეგების ლეგიტიმურობას.
ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო
სტანდარტების სრული დაცვით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, ვერც მათ
წარმოადგინეს ე.წ. გაყალბების ფაქტები.ამრიგად, ნათელია, რომ ,,გაყალბების’’ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების – გაყალბების მცდელობას, კერძოდ კი კამპანიას, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას და არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ემსახურება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი წევრების პირდაპირ თუ ირიბ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება
მაღალპროფესიული სტანდარტით განხორციელდა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ პერიოდში წარმატებით ადმინისტრირებული საარჩევნო პროცესი
მიზანმიმართულად გადაიფარა უსაფუძვლო ბრალდებებითა და საინფორმაციო მანიპულაციებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როცა შედარებით
ნაკლები იყო პოლიტიკური ინტერესი არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების მიმართულებით, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა რეალურად დაენახა, როგორ
მიმდინარეობდა საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული არჩევნები – გამართული, გამჭვირვალე, უსაფრთხო, ტექნიკურად ზუსტი და
სამართლებრივად დაცული პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება