fbpx

გრიგოლ ვაშაძე – სერიოზულად ვფიქრობ პოლიტიკიდან წავიდე, ამომივიდა ყელში ზაზუნას დღე

სერიოზულად ვფიქრობ პოლიტიკიდან წავიდე, ამომივიდა ყელში ზაზუნას დღე – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ განაცხადა. გრიგოლ ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ არც ამოწუროს საპარლამენტო ვადა. „მე ჩემი თავის გარდა არავის აღარ წარმოვადგენ და მადლობა ღმერთს, ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავამრგვალო ეს ისტორია და პოლიტიკიდან წავიდე, პატიოსნად გეუბნები, სერიოზულად ვფიქრობ ამაზე. ამომივიდა ყელში ზაზუნას დღე. მესმის, რომ რაღაც სასარგებლო და საჭირო კეთდება იმ ორ კომიტეტში, სადაც მე ვარ, საგარეო და კულტურის კომიტეტებში, მაგრამ ეს ხომ არ წყვეტს. როდესაც ციყვივით ბორბალში ტრიალებ მუდმივად, საღამოს დაჯდები და ფიქრობ, რატომ ვპარავ ჩემ თავს დროს, რომელიც ჩემ მეგობრებთან, ჩემ ოჯახთან შეიძლება გავატარო. შეიძლება არც ამოვწურო ეს პარლამენტი, იმიტომ რომ არაფრისგან ისე არ ვიღლები და ნერვები არ მეშლება, როგორც უიმედო საქმისგან“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება