fbpx

გპირდებით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოგაქცევთ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას-სერგო ხიდაშელი


ონის მერობის კანდიდატი აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს წედისის
ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების, წედისის და ირის მოსახლეობასთან.
საგზაო და სასმელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური
პროგრამების განხორციელება, ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობა, ჯანსაღი
და უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლის
განხორციელებისთვის მომდევნო 4 წლის მანძილზე სერგო ხიდეშლი გუნდთან
ერთად აქტიურად იმუშავებს.
“გპირდებით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოგაქცევთ, საზღვრისპირა
სოფლების მოსახლეობას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით,
ხელს შეგიწყობთ გაგიუმჯობესდეთ საცხოვრებელი პირობები და სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობა“ – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო
ხიდეშლმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება