fbpx

გორის ჰოსპიტალი იმ გოგა აბრამიშვილის სახელობისაა სააკაშვილმა მგლის ბილეთით რომ გააგდო ეროვნული გვარდიიდან-მალხაზ თოფურია

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე წერს-

· თითქოს არაფერი და…….ბედისწერა მაინც ოხერიასააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადყვანა სახვეწარი გაუხდა……ეს ის გოგა აბრამიშვილია რომელიც 2008 წელს ფაქტიურად მარტო დარჩა ევაკუირებულ ჰოსპიტალში “იქმებ კიდევ ვინმე დაჭრილი მოიყვანონ და ექიმი ხომ უნდა იყოსო” თქვა და დარჩა……. დარჩა სამუდამოდ(რუსულმა ვერტმფრენმა ტყვიამფქვევრის ჯერით გადაჭრა ჰოსპიტლის ეზოში((( ეხლა რამ გამახსენებინა გოგა?გოგა სააკაშვილის მმართველობის მიერ მგლის ბილეთით იყო გაგდებული ეროვნული გვარდიიდან ….. მე რა ვიცი? ერთად მოგვართვეს 4 ნაბრძოლ ადამიანს ეს მგლის ბილეთი სრულიად უმიზეზოდ და უზნეოდ……. მიუხედავად ამისა ოთხივე ვმონაწილეობდით 2008 წელს , სამშობლოს არ გავბუტებივართ და არც გვიფორთხია( დარწმუნებული ვარ ცოცხალი რომ იყოს გოგა აუცილებლად გულწრფელად უმკურნალებდა მას….ძნელია იმ პატარა ქვეყანაში ცხოვრება სადაც ყოველ კუთხე კუნჭულში ბოროტება გაქ დათესილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება