fbpx

გოგი ხოშტარია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხულ თანხაზე – მე ამ ფულს არ დავუტოვებ რუსეთს

ძალიან ნათელია. ჩემი ქალიშვილია ელენე ხოშტარია, რომელიც სანქციებზე დაეტაკა მთავარ ოლიგარქს და მის ქვემოთ მყოფ ხუთ ოლიგარქს. მათ ეს ცხადია, არ მოეწონათ. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, ეს არის სოლიკოს ფული. მე ამ ფულს არ დავუტოვებ რუსეთს. მე რომ 1994 წლიდან ეს ფული მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი. ეს ბიძაჩემის ფულია, მე და მანანა ხიდაშელი [გოგი ხოშტარიას დეიდაშვილი – რ.თ.] თანაბრად ვინაწილებთ ამ ფულს. ეს არ არის რუსის ფული. განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გოგი ხოშტარიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება