fbpx

გოგი მეშველიანი ქვეში-ჯავშანიანის დაზიანებული ხიდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და
წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის
მუნიციპალიტეტში ქვეში-ჯავშანიანის დაზიანებული ხიდის შესახებ
სოციოალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს .

„დეპუტატის მოქალაქეების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე
ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ქვეში-
ჯავშანიანის ხიდის რეაბილიტაციის საკითხზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პირადი კომუნიკაცია მქონდა
მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან.
აღნიშნული ხიდის შესწავლა-რეაბილიტაციის პროცესში, ერთ-ერთი
ფილა ჩაინგრა, რამაც დამატებით გააძნელა გადაადგილება.
გზების დეპარტამენტის სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ
ადგილზე, შეისწავლეს ვითარება და მათი ინფორმაციით,
სამუშაოების შემსრულებლები ოპერატიულად აღმოფხვრიან
არსებულ პრობლემას და გაგრძელდება ხიდის რეაბილიტაციის
პროცესი.“ -წერს ფეისბუქზე გოგი მეშველიანი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება