fbpx

გოგი მეშველიანი : „მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტის მიმართ
ინტერესი კვლავ დიდია და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს
ისევ აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ქართული ენა

ბოლნისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების მაღალი
ინტერესიდან გამომდინარე ქართული ენის შემსწავლელი კურსი კვლავ გრძელდება,
რასაც სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,
თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი ეხმიანება და ხაზს უსმევს პროექტის
მნიშვნელობას.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტის მიმართ ინტერესი კვლავ
დიდია და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს ისევ აქვთ
შესაძლებლობა შეისწავლონ ქართული ენა, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მათ, რომ
სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მადლობას ვუხდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის და
კულტურის ცენტრს პროექტის განხორციელებისთვის.“- წერს გოგი მეშველიანი

სწავლება ხორციელდება ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის
სათემო ცენტრებში. აღნიშნულ სათემოებში პრეტესტი 120-მა ახალგაზრდამ გაიარა
და დაკომპლექტდა სასწავლო ჯგუფები.
ქართული ენის შემსწავლელ კურსს გაუძღვებიან კვალიფიციური პედაგოგები: ნანა
დევნოზაშვილი, ნონა მემანიშვილი და ლიკა სარალიძე.
პროექტის იდეის ავტორია ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის
მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი.
პროექტის მხარდამჭერები არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია და ბოლნისის
მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ქართული ენის
შემსწავლელი კურსი დაასრულა 130-მა მოსწავლემ, რომელთაც უკვე შეუძლიათ
ქართულ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და მეტყველება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება