fbpx

გოგი მეშველიანი : გილოცავთ ქრისტესშობას!

შობა გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ჩვენში რწმენას,
სულიერ სიმშვიდეს, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს აჩენს – ამის
შესახებ საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,
თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი წერს
სოციალურ ქსელში.

„გილოცავთ ქრისტესშობას!
შობა გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ჩვენში რწმენას,
სულიერ სიმშვიდეს, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს აჩენს.
დღეს, ყველას ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ურთიერთ
პატივისცემა, სიყვარული და სიკეთეა მთავარი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მაცხოვრის შობას. გისურვებთ
ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიკეთეს და კეთილდღეობას.
დაე ჩვენში იშვას ქრისტე! „- წერს გოგი მეშველიანი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება