fbpx

გოგი გიორგობიანის ისტორიული ფოტო-მატიანე მაღაზიათა ქსელშია!

„ბიბლუსისა“ და „პლანეტის“ წიგნების მაღაზიათა ქსელში გასაყიდად შევიდა უნიკალური წიგნი. უნიკალური თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და კადრებით.

ამ წიგნში დამსახურებული და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი კაცის ბიოგრაფია და განვლილი ცხოვრებაა ასახული.

გოგი გიორგობიანს გადაღებული აქვს ორიათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, ეკლესია და მონასტერი, მოვლილი აქვს ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.

ამ წიგნში საქართველოს ფოტო-ისტორიაა!

სხვათაშორის, ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ დმანისში აღმოჩენილი, 1800000 წლის წინანდელი ქალის ქვედა ყბის პირველი ფოტოკადრების ავტორი სწორედ გოგი გიორგობიანია.

მეტიც: ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელის დაკრძალვის კადრების ერთადერთი ავტორი და ფოტო-მემატიანე სწორედ ბატონი გოგია.

ქართული კულტურის წინაშე მის ღვაწლზე სათქმელიც ბევრია და დასაწერიც…

იგი ქართული ძეგლების დოკუმენტალისტია, რომელმაც შექმნა ეპოქა!

წიგნი კი მართლაც უნიკალურია მასში გამოქვეყნებული ისტორიული კადრებითა და ფოტოებით!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება