fbpx

გოგა ხაინდრავა: კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა განაცხადა, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს, ქალბატონო ელჩო დეგნან, ჩვენ რას უნდა ველოდოთ?

კონგრესმენმა მერილენდიდან ჯეიმი რასკინმა განაცხადა, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს, ჩვენ რას უნდა ველოდოთ?, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა twitter-ში წერს.

„თავის გადაცემაში ტაკერ კარსოლნმა გვაუწყა რომ: დემოკრატმა კონგრესმენმა მერილენდიდან ჯეიმი რასკინმა განაცხადა, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს! რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს აშშ-ს. იმიტომ არა რომ აგრესორია… არც იმიტომ რომ იმპერიალისტია და დამპყრობელი, არა! იმიტომ რომ მართლმადიდებელი ქვეყანაა… ესე ფიქრობს დემოკრატი რასკინი მერილენდიდან. თქვენ რას ფიქრობთ ქალბატონო ელჩო დეგნან, საქართველო ხომ მართლმადიდებელი ქვეყანაა, ტრადიციული ღირებულებების მქადაგებელი. რას უნდა ველოდოთ?“, -წერს ხაინდრავა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება