fbpx

გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა,
კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში
დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს
ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს და არქიტექტურულ-
მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს.
„27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული
თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული
ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას. საქართველოს ისტორია გმირების
ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა. დღეს
გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და
სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის
დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს – კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე,
არ დატოვა სოხუმი; მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი. მჯერა, მოვა დრო და
მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის
ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე“, – აცხადებს კახა
კალაძე.
ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ-
მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ
გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო
ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.
გამარჯვებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად
შექმნილმა საკონკურსო კომისიამ“ გამოავლინა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება