fbpx

გლობალური ომის პარტიას, აშშ-ს არჩევნებამდე სურს მეორე ფრონტის გახსნა

“გლობალური ომის პარტიამ ბოლომდე გაააქტიურა მონები საქართველოში და საზღვარგარეთ! ერთნაირი მესიჯბოქსით აკეთებინებს საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო განცხადებებს! პირადად ჩემზე ვერც გავლენას ახდენენ და ვერც გავითვალისწინებ‼️ ზუსტად მაშინ დაასრულეს სამართლიანობა, როცა ნარკომან, ევროპელი პენსიონერების ქურდს კეზერას მედია მენეჯერი უწოდეს, სიმულიანტი სააკაშვილი რეფორმატორად წარმოგვიდგინეს და ერისკაცს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდეს, რომელსაც 4 მილიარდზე მეტი აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის დახარჯული, სამება აგვიშენა და მშვიდობის გარანტია საქართველოში! აი მანდ დავასრულე გულთან ახლოს მაგათი სიტყვების მიტანა! ხო რაც შეეხება ომს და მშვიდობას, შავი ფული ზუსტად იმისთვის სჭირდებათ, რომ ხელისუფლება გადატრიალების გზით ჩაიგდონ ხელში და მერე ბავშვმაც იცის, რომ მეორე ფრონტი ერთ ნაბიჯში იქნება! მითუმეტეს ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ყველა ამბობს, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს არჩევნებში და ტრამპის დამოკიდებულება უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ყველამ ვიცით (რასაც პირადად ვიზიარებ), ხოდა ეჩქარება გლობალური ომის პარტიას აშშ-ს არჩევნებამდე სურს მეორე ფრონტის გახსნა, უფრო გლობალური კრიზისი რომ გამოიწვიოს! მეორე ფრონტის გახსნის რისკის ზონაში საქართველოა პირველ ადგილზე! რევოლუცია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროვოკაცია და ომიც გარდაუვალი იქნება‼️ ამ ნაძირლებს რა ენაღვლებათ, ჰერკულესით მოახდენენ ამათ ევაკუაციას! ჩვენი და ჩვენი შვილების საომარი იქნება ოკუპანტებთან‼️ ამიტომ თქვენი სიტყვები პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს.”

წერს მმართველი პარტიის წევრი,დეპუტატი დიტო სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება