fbpx

გლდანში, ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში საგზაო სამუშაოები დასრულდა

გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას
განაგრძობს.
ამჯერად, ჯავახეთის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოების შედეგად, 1 111 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ხოლო 5 385
კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო. ასევე, 1 280
კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო. ამ დრომდე, აღნიშნულ
ტერიტორიაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა.
შესრულებული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 677
917 ლარი დაიხარჯა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება