fbpx

გლდანში, ექვს მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანში, ექვს მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები ეწყობა. მათ
შორის, ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაოები ექვს მისამართზე უკვე დასრულდა,
კიდევ ექვსზე კი, მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის რვა სავარჯიშო ტრენაჟორი
შემდეგ მისამართებზე განთავსდა: ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N 35 კორპუსთან;
გლდანის ხევის N2 ა კორპუსის მიმდებარედ; მეექვსე მიკრორაიონის N2
კორპუსთან; მეშვიდე მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ; მეორე
მიკრორაიონის N25 კორპუსთან და მუხიანის 4ა მიკრორაიონის N5-6-7 კორპუსების
მიმდებარედ. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის
ბიუჯეტიდან 169 894 ლარი დაიხარჯა.
ერთ-ერთ მისამართზე – ცქიტიშვილის ქუჩა N35 კორპუსთან შესრულებული
სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა დაათვალიერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება