fbpx

გლდანულაში, N7 – 7 ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 – 7ა საცხოვრებელ
კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო
ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. დამონტაჟდა გარე
განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა
ინფრასტრუქტურა.
ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
პროექტისთვის 317 543 ლარი დაიხარჯა.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი
სკვერის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება